Accentnews.ge
"კოალიცია ცვლილებისთვის": "შანიძე შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლია, 26 ოქტომბერს ცვლილებით უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი"

"კოალიცია ცვლილებისთვის": "შანიძე შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლია, 26 ოქტომბერს ცვლილებით უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი"

16/09/2024 08:38:43 პოლიტიკა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციების მონაწილე გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. "კოალიცია ცვლილებისთვის" ამბობს, რომ "შანიძე შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარია, 26 ოქტომბერს ცვლილებით კი უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი".

"რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უკანონოდ დაკავებულ გიორგი შანიძეს ივანიშვილის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი შანიძე არის შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი, პოლიტიკური პატიმარი, რომელიც საქართველოს ევროპულ, თავისუფალ მომავალს იცავდა. 26 ოქტომბერს ცვლილებით უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შევქმნათ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც მოემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი შანიძეს!", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S