Accentnews.ge
კალაძე - ივანიშვილის განცხადებაზე ბოდიშის მოხდის შესახებ: "პატარა ნაბიჯი გადაიდგა და რა დღეში ჩავარდით?"

კალაძე - ივანიშვილის განცხადებაზე ბოდიშის მოხდის შესახებ: "პატარა ნაბიჯი გადაიდგა და რა დღეში ჩავარდით?"

16/09/2024 08:26:52 ციტატა

"ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა [ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ] და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ახორციელებთ და ქადაგებთ უკვე მესამე დღეა. ამას ჰქვია სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია, ტექსტიდან ამოგლეჯილი. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც დგამს ნაბიჯებს, რათა მოვახდინოთ ქვეყნის გამთლიანება. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენ საუბრობდით დაღუპულ გმირებზე, ამაზე სპეკულირებდით. არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, აკადრეთ ქართველ ხალხს, დავალება გარედან შეასრულეთ, დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები. ამით დავკარგეთ ჩვენ ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი დევნილად აქციეთ. ეს იყო თქვენი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც გარწმუნეთ და გაძლევთ პირობას, მოგიწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად”, - მიმართა „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

ცნობისთვის: 14 სექტემბერს გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ამავე თემაზე: ვის მოვუხადოთ ბოდიში?! - რუსეთ – საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S