"The Hill": ივანიშვილი პუტინის სქემას იყენებს
16/09/2024 08:22:54 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს ფაქტობრივი მმართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ძალაუფლების კონსოლიდირებისა და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ძირის გამოსათხრელად პუტინის სქემას იყენებს, - წერს გავლენიანი გამოცემა "The Hill".
"წინასაარჩევნოდ საქართველოს მმართველი პარტია პროპაგანდირებს შეთქმულების თეორიებს, ვითომ აშშ-ისა და ევროპის ლიდერებს სურდეთ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და საქართველოს იძულება, უკრაინასთან ომში რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას" - წერს გავლენიანი გამოცემა.
ივანიშვილის ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებს შორის ერთ-ერთ განსაკუთრებით შემაშფოთებლად სტატიაში დასახელებულია სადავო კანონი, რომელიც "აგენტების შესახებ" რუსული ანალოგითაა ინსპირირებული..
"კრემლის 2012 წლის ამ კანონის საფუძველზე რუსეთიდან სამოქალაქო საზოგადოების ფაქტობრივად ყველა დამოუკიდებელი ორგანო განიდევნა და სადღეისოდ მას პუტინის ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკოსისა თუ საპროტესტო გამოსვლის ჩასახშობად იყენებენ" - წერს "The Hill".
სტატიაში ხაზგასმულია, რომ 26 ოქტომბრისთვის საქართველოში გადამწყვეტი არჩევენია დაგეგმილი, რომელიც "ბოლო შანსია პუტინის მიერ შთაგონებული ავტოკრატების შესაჩერებლად".


