
რუმინეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა
14/09/2024 14:23:05 მსოფლიო
რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა ათასობით სახლი.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების განყოფილების ცნობით, წყალდიდობამ რვა ოლქი დააზიანა. დაღუპულები გალათის ოლქში იპოვეს, სადაც დაახლოებით 5000 სახლი დაზიანდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 24 საათზე ნაკლებ დროში კვადრატულ მეტრზე 150 ლიტრზე მეტი ნალექი მოვიდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში დასახმარებლად ხელისუფლებამ Black Hawk ვერტმფრენები ჩართო.
უახლოეს დღეებში ძლიერი ნალექი მოსალოდნელია ჩეხეთში, პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, გერმანიასა და ავსტრიაშიც, სადაც შესაბამის ზომებს იღებენ.