Accentnews.ge
როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა

როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა

13/09/2024 17:08:11 პოლიტიკა, საზოგადოება

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა" - 34%,
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19.2%,
  • გახარია - საქართველოსთვის - 10.6%,
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.8%,
  • ახალი ერთობა გვარამია მელია - 9.1%,
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 5.9%,
  • ლეიბორისტული პარტია - 5.1%,
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%,
  • ჩვენ - დავით ქაცარავა - 2.1%,
  • სხვა პარტიები - 1.2%.

2024 წლის ივლისში კვლევის გამოქვეყნებული შედეგები ასე გამოიყურებოდა:

  • "ქართული ოცნება/ხალხის ძალა"- 32.4%,
  • ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 17.3%,
  • "ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი - 12.8%.
  • "საქართველოსთვის - გიორგი გახარია" - 11.2%,
  • კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%,
  • გირჩი - იაგო ხვიჩია - 5.2%,
  • ლეიბორისტული პარტია - 3.3%,
  • პატრიოტთა ალიანსი და ალტ ინფო - 2.6%,
  • მოქალაქეები - 2.2%.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს. კერძოდ, კითხვაზე "თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?", შედეგები ასე გადანაწილდა:

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 73% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 27% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79,6% ამბობს, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად წავა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. განიმარტა, რომ კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S