
„გორში 137 წვევამდელიდან 130–მა „ბიბლიური თავისუფლების მოწმობა წარადგინა“
30/05/2019 09:50:03 ციტატა
“სამხედრო – სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულოდ 137 წვევამდელი გავიწვიეთ. ძალიან ხშირია, როდესაც ახალგაზრდები „გირჩის“ მოწმობით მოდიან და რა თქმა უნდა, თავისუფლდებიან სავალდებულო სამსახურიდან. საგაზაფხულო გაწვევაზე 130 – მდე ახალგაზრდამ წარმოადგინა „გირჩის“ ე.წ. მოწმობა [“ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა]“.
განაცხადა რადიო „მოზაიკასთან“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი რევაზაშვილმა.