
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
13/09/2024 10:30:48 საზოგადოება
გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად „ნაპოლის“ ფანებმა გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, – ინფორმაციას კლუბის პრეს–სამსახური ავრცელებს.
აგვისტოში კვარაცხელიამ თავი განსაკუთრებით „ბოლონიას“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში გამოიჩინა. მატში „ნაპოლის“ სასარგებლოდ ანგარიშით 3:0 დასრულდა. ამ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა „ბოლონიას“ ერთი გოლი გაუტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.