
ქართულ-კორეულ ფორუმზე ციფრული მმართველობის განვითარებაზე იმსჯელეს
13/09/2024 06:24:39 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოსა და კორეას შორის ციფრული მმართველობის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა დღეს ორმხრივი ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ფორუმით გაგრძელდა,- იტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახური.
მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ დანერგილ სერვისებს, პოლიტიკურ და საკანონმდებლო ჩარჩოებს, ციფრული მმართველობის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სხვადასხვა არხებს, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების ერთიან ელექტრონულ პორტალს - my.gov.ge და მობილურ აპლიკაციას.
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ დავით ნადირაშვილმა, ხაზი გაუსვა ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის დაარსების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს იუსტიციისა და კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრების ინიციატივით ხორციელდება.
ცენტრი ხელს შეუწყობს ციფრული მმართველობის სფეროში ინოვაციების დანერგვას და უზრუნველყოფს ციფრული მმართველობის სააგენტოს მხარდაჭერას ღია მონაცემთა სტანდარტიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში, ციფრული მმართველობის ინსტრუმენტის განვითარებასა და My.gov.ge-ის განვითარებაში.
ვიზიტის ფარგლებში კორეის დელაგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე შეხვდა. ერეკლე ღვინიანიძემ სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში დანერგილი ინოვაციური და დისტანციური სერვისები გააცნო, მათ შორის - პრობაციის სააგენტოს პრობბოქსი (PROBBOX) და პენიტენციური სისტემის ციფრული უნივერსიტეტი.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს იუსტიციის სახლი, შეხვედრა გამართეს სახელმწიფო სერვისების სააგენტოში და მიიღეს ინფორმაცია დანერგილი ელექტრონული სერვისებისა და ინოვაციების შესახებ.კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაცია საქართველოში ქართულ-კორეული ციფრული მმართველობის ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
ფორუმზე ელექტრონული სერვისების გამცემი უწყებების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს და სფეროს გამოწვევებზე იმსჯელეს.