კალაძე – რიშზე: ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი
12/09/2024 19:02:01 პოლიტიკა
"ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია" , - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სენატში გამარულ მოსმენაზე სენატორ ჯიმ რიშის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
"რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე თემაზე: რიში: „ქართველებს არჩევნებზე ექნებათ შანსი, ვიგინდარები გაყარონ“


