Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზე იერიში დრონებით მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, 13 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზე იერიში დრონებით მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, 13 ადამიანი

12/09/2024 06:25:49 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზე იერიში დრონებით მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, 13 ადამიანი.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 12 სექტემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეტევა მიიტანეს კონოტოპის ენერგოობიექტებზე, სახლებზე და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებზე. ქალაქის მერის, არტიომ სემენიხინის ცნობით, კონოტოპს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია.

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ვინიცის და კიევის ოლქებშიც. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S