
კურსკის ოლქში უკრაინული ძალების შეჭრის გამო, 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავლის დაკარგვის შესახებ განაცხადეს
11/09/2024 19:12:51 მსოფლიო
კურსკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების (AFU) შეჭრის გამო, 160 ათასი ჰექტარ ფართობზე მოსავლის აღების სამუშაოების დასრულებას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბჭოს დასკვნით სხდომაზე განაცხადა, იტყობინება რუსული "კომერსანტი".
სმირნოვის თქმით, რეგიონში 1,5 მილიონი ტონა მარცვლეული, 700 ათასი ტონა შაქრის ჭარხალი და 500 ათასი ტონა ზეთის თესლი ვერ შეგროვდება. მისი განმარტებით, რეგიონის რვა სასაზღვრო რაიონში ბრძოლების გამო 94 სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაზიანდა. ამ დროისთვის ზარალი 85 მილიარდ რუბლს შეადგენს და იზრდება.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ დაზარალებული საწარმოების ტექნიკა დაზიანდა ან რუსეთიდან გაიტანეს, საწყობებში კი 300 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული დარჩა. მან დასძინა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის რეგიონული ბიუჯეტის შემოსავლებში 1,4 მილიარდი რუბლის დეფიციტია პროგნოზირებული.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა 352 ათასი სული პირუტყვის დაღუპვა, რაც, წინასწარი პროგნოზით, გამოიწვევს ხორცის მთლიანი წარმოების 85 ათასი ტონით და რძის წარმოების 71 ათასი ტონით შემცირებას, - განმარტავს გამოცემა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის რეგიონში და დაიკავეს 1300 კვადრატულ კილომეტრზე მეტი.