
ბლინკენი: ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს
11/09/2024 18:58:48 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში ოფიციალური ვიზიტისას თქვა, რომ მოკავშირეები უკრაინის გამარჯვების მიმართ სრულად ერთგულნი რჩებიან.
"ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს", - ხაზგასმით აღნიშნა პოიტიკოსმა, რომელიც უკრაინას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სტუმრობს.
"ჩვენ სრულად ერთგული ვრჩებით უკრაინის გამარჯვების მიმართ - უზრუნველვყოთ არა მხოლოდ ის, რომ უკრაინამ დღეს თავის დაცვა შეძლოს, არამედ ისიც, რომ მან დამოუკიდებლად, მტკიცედ, სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად, დემოკრატიულად, მრავალი დღის მანძილზე ფეხზე დგომა შეძლოს, რათა უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ გზას მიაღწიოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის მხრივ", - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა გაიმეორა, რომ მოკავშირეების ერთიანობა არ გატყდება.
მან ასევე თქვა, რომ პრეზიდენტს ბაიდენს გააცნობს ვოლოდიმირ ზელენსკისგან განხილულ საკითხებს,. მათ შპორის, რუსეთის სიღღმეში ამერიკული იარაღის გამოყენების უფლების თაობაზე.