Accentnews.ge
ერდოღანი: "ომის სამართლიანი დასრულებისთვის ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს"

ერდოღანი: "ომის სამართლიანი დასრულებისთვის ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს"

11/09/2024 13:26:01 მსოფლიო

უკრაინაში ომი სამართლიანი მშვიდობით უნდა დასრულდეს, რაც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას მოითხოვს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

"გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ომი სამართლიანი და მყარი მშვიდობით დასრულდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფუძველზე" - განაცხადა თურქეთის ლიდერმა ყირიმის პლატფორმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა.

ცნობისთვის: რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს - უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რვა წლით ადრე განახორციელა. თურქეთმა ყირიმი რუსულად არ აღიარა და მისი ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. მიმდინარე წლის დასაწყისში, როცა ერდოღანი მოსკოვსა და კიევს კონფლიქტის მოსაგვარებლად სამიტის გამართვას სთავაზობდა, მან წარმოადგინა გეგმა, რომელიც 2040 წლისთვის უკრაინაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის საკითხზე სავალდებულო რეფერენდუმის გამართვას ითვალისწინებდა. რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ იმ მომენტისთვის ოკუპირეული ტერიტორიების ჩათვლით.

ივლისში ერდოღანმა ომი რუსეთის ლიდერ პუტინთან შანხაის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილა და გამოთქვა მზადყოფნა, საფუძველი ჩაუყაროს "კომპრომისს", რომელიც სარძოლო მოქმედებების დასრულების საწინდარი გახდებოდა, მაგრამ მანამდე ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. თავის მხრივ, კრემლმა მაშინ განაცხადა, რომ თურქეთს შუამავლად არ განიხილავდა.

მოგვიანებით, სექტემბერში კრემლმა მზადყოფნა გამოთქვა, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, თუმცა 2022 წლის გაზაფხულზე სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შესაძლო შუამავლებად კი ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია დაასახელა.

მანამდე მოსკოვი ომის დასრულების პირობებად უკრაინის ბლოკგარეშე, ნეიტრალურ და ამასთანავე, არაბირთვულ სტატუსზე დათანხმებას, ასევე უკრაინაში ოკუპირებული ოთხი რეგიონის რუსეთის კუთვნილად ცნობას ასახელებდა, დასავლეთსგან კი რუსეთისთვის ყველა სანქციის მოხსნას მოითხოვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S