Accentnews.ge
კიევში ხორვატიის პრემიერიც ჩავიდა

კიევში ხორვატიის პრემიერიც ჩავიდა

11/09/2024 10:50:05 მსოფლიო

ხორვატიის პრემიერ–მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი კიევში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული არ ყოფილა.

კიევში პლენკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მისი თქმით, ხორვატია უზრუნველყოფს ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას უკრაინისთვის.

დაგეგმილია პლენკოვიჩის შეხვედრა პრემიერ–მინისტრ დენის შმიგალთან, უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან და უკრაინის სხვა ოფიციალურ პირებთან.

პლენკოვიჩთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელები. დელეგაციასთან ერთად ხორვატიის პრემიერი ყირიმის პლატფორმის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

კიევში დილით ჩავიდნენ ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ–მინისტრი. გარდა ამისა, დღეს უკრანას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S