
ბრიტანეთმა სანქციების სიას კიდევ 10 რუსული გემი დაამატა
11/09/2024 07:15:36 მსოფლიო
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, ბრიტანეთმა სანქციების სიას კიდევ 10 რუსული გემი დაამატა.
გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გემები, „ჩართულები არიან იმ საქმიანობაში, რომლის მიზანია უკრაინის დესტაბილიზაცია და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ლონდონში აცხადებენ, რომ გემებს რუსული წარმოშობის ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებში გადააქვთ.