Accentnews.ge
CNN: ტრამპი-ჰარისის პირველი დებატების მაყურებელთა უმეტესობამ გამარჯვება ჰარისს მიაკუთვნა

CNN: ტრამპი-ჰარისის პირველი დებატების მაყურებელთა უმეტესობამ გამარჯვება ჰარისს მიაკუთვნა

11/09/2024 05:30:45 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების, დემოკრატი კამალა ჰარისის და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პირველი ტელედებატების გამარჯვებულად ჰარისი დაასახელეს ამომრჩევლებმა, რომლებიც ტელეკომპანია CNN-ის და კვლევითი კომპანია SSRS-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ.

დებატების მაყურებელი რესპონდენტების 63%-ის აზრით, ჰარისმა გაიმარჯვა, 37%-ის აზრით - ტრამპმა. ცდომილება +/- 5,3%-ია.

დებატების დაწყებამდე რესპონდენტების 50% მიიჩნევდა, რომ წარმატებას კამალა ჰარისი მიაღწევდა და ამდენივე გამარჯვებას დონალდ ტრამპს უწინასწარმეტყველებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S