Accentnews.ge
ე.წ. რიყის დოქები იყიდება

ე.წ. რიყის დოქები იყიდება

30/01/2020 08:00:09 ეკონომიკა

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის. საწყისი ფასი 95 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აუქციონის დაწყება მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი.

„ვაპირებთ, 100 საინვესტიციო ბიზნესის ფარგლებში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. გარკვეული მომზადება დასჭირდა ამ ობიექტს. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, ვერ იპოვა თავისი ფუნქცია, არადა ობიექტი ძალიან საინტერესო ადგილას არის. ამ ადგილს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. შეფასება, რომელიც გაკეთდა არის 95 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზეც, რომ თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამის აშენებაში.

ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ ღია საჯარო აუქციონის გზით სწორი გამოყენება ვუპოვოთ „რიყის დოქებს", - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ობიექტი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის შეფასებული.

მინისტრის განცხადებით, ბიზნესს მთავრობა წინასწარ არ კარნახობს, თუ რა დანიშნულება შეიძლება, ჰქონდეს ე.წ. რიყის დოქებს, თუმცა თქვა ისიც, რომ „აქცენტი კომერციულ და მიზანშეწონილ გამოყენებაზე გაკეთდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S