
კახეთში, სარწყავ არხში ახალგაზრდა დაიხრჩო
10/09/2024 10:06:07 საზოგადოება
კახეთში, წნორში, სარწყავ არხში ახალგაზრდა დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მიმდინარეობს გამოძიება.