Accentnews.ge
რუსეთი მოსკოვის გარდა, ბრიანსკზე, ტულასა და ლიპეცკზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება

რუსეთი მოსკოვის გარდა, ბრიანსკზე, ტულასა და ლიპეცკზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება

10/09/2024 06:25:36 მსოფლიო

რუსეთი მოსკოვის ოლქის გარდა, ბრიანსკის, ტულასა და ლიპეცკის ოლქებზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება.

ბრიანსკის გუბერნატორის ალექსანდრ ბოგომაზის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ 59 დრონი ჩამოაგდო. მას შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს.

ტულას ოლქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელთაგან ერთის ნამსხვრევები"საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე" დაეცა.

ლიპეცკის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დრონის ოლქის სამ რაიონში განადგურების შესახებ განაცხადა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია მათი რაოდენობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S