
გერმანიის სახმელეთო საზღვრებზე დროებითი კონტროლი დაწესდება
10/09/2024 05:12:41 მსოფლიო
16 სექტემბრიდან გერმანიის სახმელეთო საზღვრებზე დროებითი კონტროლი დაწესდება. ქვეყნის შსს–ში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში მიიღეს.
როგორც შსს–ში აცხადებენ, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან საზღვრებზე კონტროლი ნახევარი წლის განმავლობაში იმოქმედებს. განთავსდება მობილური და სტაციონარული საპოლიციო საგუშაგოები. ზომა ქვეყანაში შესვლაზე უარს ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან შემოწმებები უკვე გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს.
"საზღვრებზე კონტროლი უზრუნველყოფს დაცვას მათ შორის ისლამისტური დაჯგუფებების მომხრეთაგან. ამ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრომ ასევე გაითვალისწინა გერმანიის ზოგადი მიგრაციული მდგომარეობა, მათ შორის მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის ინტეგრაციის აუცილებლობა და სხვა ქვეყნებიდან შესული თავშესაფრის მაძიებლებიც", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.