Accentnews.ge
პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა

პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა

09/09/2024 14:30:17 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მისმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა განაცხადა, ღონისძიება 13 სექტემბერს 19:00 საათზე დაიწყება.

"13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გადასცემს ოლიმპიელებს და პარაოლიმპიელებს ჯილდოებს. ჩვენ ვიმედოვნებთ და ვეპატიჟებით ყველას, იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღონ ფოტოები, ნახონ მათი კუმირები.

ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც, დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და "ჩვენი ბენდის" სოლო-კონცერტი და ამით დასრულდება ეს ღონისძიება. კიდევ ერთხელ ვეპატიჟებით ყველას 13-ში, საღამოს 7 საათზე. ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების გამარჯვება", - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ვლადიმერ ონოფრიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S