Accentnews.ge
პოლონეთის პრემიერი: "რუსეთისა და ბელარუსის კიბერდივერსიული ოპერაცია გავანეიტრალეთ"

პოლონეთის პრემიერი: "რუსეთისა და ბელარუსის კიბერდივერსიული ოპერაცია გავანეიტრალეთ"

09/09/2024 12:21:09 მსოფლიო

პოლონეთის ვიცე-პრემიერ კშიშტოფ გავკოვსკის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა გაანეიტრალეს რუსეთისა და ბელარუსის კიბერდივერსიული ოპერაცია.

მისი თქმით, დივერსანტები, რომლებიც მოქმედებდნენ ბელარუსიდან რუსეთთან თანამშრომლობით, ცდილობდნენ სამთავრობო ინსტიტუტებიდან ინფორმაციის მოპოვებას.

"ბელარუსის და რუსეთის საგარეო სამსახურებს კონკრეტული მიზანი ჰქონდათ - ინფორმაციის გამოძალვა, პიროვნებების და ინსტიტუტების შანტაჟი. მცდელობა ჩაიშალა", დასძინა მან.

გავკოვსკის განცხადებით, კიბერშეტევები 2023 წლიდან გაორმაგდა, მათი სამიზნე იყო პოლონური ორგანიზაციები და ინსტიტუტები, მათ შორის ლოჯისტიკური კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო მიწოდებას უკრაინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S