Accentnews.ge
კობახიძე – ო'ბრაიენზე: „სამწუხაროა, რომ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებები კეთდება წინასაარჩევნო პერიდოში"

კობახიძე – ო'ბრაიენზე: „სამწუხაროა, რომ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებები კეთდება წინასაარჩევნო პერიდოში"

09/09/2024 07:56:45 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას "უსამართლოსა" და "უსაფუძვლოს" უწოდებს.

"სამწუხაროა, რომ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებები კეთდება წინასაარჩევნო პერიდოში, რაც ქმნის აღქმას, რომ ვიღაცას სურს, გარედან გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი განცხადებები საარჩევნო შედეგებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ასეთი უსამართლო განცხადებები ისმის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ცნობისთვის: ო'ბრაიენმა „ამერიკის ხმასთან" საუბრისას შემდეგი აღნიშნა:

„ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროების და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი რამაა. რაც შეეხება ამ კანონს, როგორც ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ, ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია. არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ. ეს კანონი ამას არ აკეთებს. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი საკითხი ისაა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, საუბარია იძულებაზე: ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S