Accentnews.ge
უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედრო ტყვეები შინ დარეკვას ვეღარ შეძლებენ

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედრო ტყვეები შინ დარეკვას ვეღარ შეძლებენ

09/09/2024 05:36:50 მსოფლიო

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედრო ტყვეები შინ დარეკვას ვეღარ შეძლებენ – ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა რუსეთში ტყვედ მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების მზარდი რაოდენობა.

მისი თქმით, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა დაწერონ წერილები სახლში, როგორც ამას მოითხოვს ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ.

ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ტყვეობაში 1348 რუსი იყო, ხოლო რუსეთში – 6465 უკრაინელი.

აგვისტოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შესვლის შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ ასობით რუსი ჯარისკაცის აყვანის შესახებ განაცხადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S