
აშშ-მა უკრაინისთვის $250 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
06/09/2024 15:18:11 მსოფლიო
"რამშტაინში" გამართული შეხვედრის ფონზე, პენტაგონმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი.
როგორც პენტაგონის პრესრელიზშია მითითებული, მასში შედის:
- RIM-7 Sea Sparrow რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის (აშშ-ის საზღვაო ძალებში მას უშვებენ გემებიდან, მაგრამ მათი გამოყენება შესაძლებელია ხმელეთზეც);
- რაკეტები Stinger-ისთვის;
- საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის;
- 155 და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა;
- TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები;
- Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
- "ბრედლის" ქვეითი საბრძოლო მანქანები;
- M113 ჯავშანტრანსპორტიორი;
- MRAP - ნაღმების ჩასაფრებისგან დაცული მანქანები;
- ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალები და ყუმბარები;
- "საზღვაო საწვრთნელი აღჭურვილობა" (დეტალები არ არის მოწოდებული);
- სატენები და აღჭურვილობა დაბრკოლებების დასაშლელად;
- სათადარიგო ნაწილები და სხვა დამხმარე აღჭურვილობა;
- საპატრულო კატარღები.
- 250 მილიონი დოლარი ასევე მოიცავს ტრანსპორტირების, მოვლისა და ტრენინგის ხარჯებს.
ყველა ჩამოთვლილი აღჭურვილობა გადაეცემა აშშ-ის სამხედრო საწყობებში არსებული მარაგებიდან, ამიტომ, მიწოდება შედარებით მოკლე დროში უნდა განხორცეილდეს.