Accentnews.ge
ბერლინი კიევს 77 "Leopard 1A5"-ს და 12 Panzerhaubitze 2000 -ს მიაწვდის

ბერლინი კიევს 77 "Leopard 1A5"-ს და 12 Panzerhaubitze 2000 -ს მიაწვდის

06/09/2024 14:14:26 მსოფლიო

გერმანია, სხვა პარტნიორებთან ერთად, აპირებს, კიდევ 77 "ლეოპარდ 1A5" ტანკის გადაცემას უკრაინისთვის, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა "რამშტაინის" საჰაერო ბაზაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელშიც პირველად მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდფიმირ ზელენსკი.

პისტორიუსის ცნობით, გერმანია ასევე მიაწვდის კიევს კიდევ 150 მილიონი ევროს ღირებულების 12 Panzerhaubitze 2000 თვითმავალ საარტილერიო სისტემას. მათგან ექვსის მიწოდება იგეგმება წელს, ექვსის - მომავალ წელს, წერს RBC-Ukraine.

გერმანია ყველაზე ძლიერი მხარდამჭერის უკრაინის გაწეული დახმარების მოცულობით აშშ-ის შემდეგ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრის წინ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით გამოყოფს 250 მილიონ დოლარს. ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ კიევს 192 მილიონი ევროს ღირებულების 650 რაკეტას მიაწოდებს საჰაერო თავდაცვისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S