Accentnews.ge
კობახიძე: რაც თქვა სენატორმა შაჰინმა,  წმინდა წყლის ტყუილია

კობახიძე: რაც თქვა სენატორმა შაჰინმა,  წმინდა წყლის ტყუილია

06/09/2024 11:52:54 პოლიტიკა

სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება - რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, - ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.

კერძოდ, ის ამბობს, რომ მას არ მოუთხოვია კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეჩერება.

„ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა National journal-თან ისაუბრა საკუთარ შთაბეჭდილებებზე საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ.

სენატორმა გაიმეორა, რომ "აგენტების კანონის" შესახებ აშშ შეშფოთებას გამოთქვამს მას შემდეგ, რაც ის "ოცნების" ხელისუფლებამ თავდაპირველად, ერთი წლის წინ, დააინიცირა: "ის ასახავს მსგავს კანონს, რომელიც მიიღეს რუსეთში, რამაც გამოიწვია ქვეყნიდან ამდენი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის გამოსვლა. ჩვენ იგივეს ვხედავთ საქართველოშიც". მაინ გაიხსენა ევროკავშირის ლიდერების პოზიციას კანონის ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც, მისი თქმით, ორგანიზაციამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით "წითელი დროშები აღმართა".

მან აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-საქართველოს გაუარესებულ ურთიერთობებზე, ხოლო პრემიერმა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა.

"ერთი რამ, რაც პრემიერმინისტრმა გვითხრა, როდესაც შევხვდით - ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებულ შტატებთან გაუარესებულ ურთიერთობასა და ჩვენს შეშფოთებაზე - "ქართული ოცნების" მთავრობას არ სურს გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას. მისი თხოვნა იყო, შეგვეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. მათი, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულად იყვნენ განწყობილები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ. კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა, "ეს არის დემოკრატია!". ეს არის არა წინააღმდეგობის გათიშვა, არამედ, ეს არის იმის აღიარება, რომ რასაც აკეთებ, შესაძლოა, მას კრიტიკა მოჰყვეს. სწორედ ეს არის დემოკრატიის ნაწილი.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის გაუქმებაზე საუბრობს. ისინი ძირითადად ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ, დაამყარონ დიქტატურა და არა დემოკრატია. ეს არ შეესაბამება იმას, რაც ქვეყანაში ხალხს სურს",- თქვა შაჰინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S