Accentnews.ge
კობახიძე: საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის

კობახიძე: საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის

06/09/2024 11:39:57 პოლიტიკა

საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ამ ფონზე, უსამართლობაა, რომ "ფორმალურად ჩამოვრჩებით" უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას.

„ყველამ იცის, რომ საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, ყველა თვალსაზრისით, კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ზრდა თუ ნებისმიერი სხვა სფერო. საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ფორმალურად ჩამოვრჩებით, ნახევარი ნაბიჯით, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, არის სრული უსამართლობა. მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მომავალ წელს, ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც აღდგება. საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი, როგორც ლიდერ ქვეყანას ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, ყველა კუთხით საქართველო იქნება ნომერ პირველი ქვეყანა 2030 წელსაც იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S