
აშშ-ში განაცხადეს, რომ რუსეთმა თავისი თვითმფრინავების 90% გადაიტანა ATACMS-ის მოქმედების არეალიდან
05/09/2024 18:37:29 მსოფლიო
რუსეთის სარდლობამ სამხედრო თვითმფრინავები გადაიტანეს უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღის მოქმედების ზონიდან, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
„თვითმფრინავების 90%, რომელსაც რუსეთი იყენებს მართვადი ბომბებისა და შორ მანძილზე დარტყმებისთვის - ჩვენი შეფასებით - მათი 90% უკრაინის საზღვრიდან 300 კმ-ზე მეტშია“, - ციტირებს კირბის Newsweek.
მანამდე The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო თვითმფრინავების უმეტესი ნაწილი გადაიტანა სარაკეტო სისტემების MGM-140 (ATACMS) მოქმედების არეალიდან.