Accentnews.ge
აშშ-ის სახდეპი რუსულ ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ზე ინფორმაციისთვის $10 მილიონამდე ჯილდოს აწესებს

აშშ-ის სახდეპი რუსულ ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ზე ინფორმაციისთვის $10 მილიონამდე ჯილდოს აწესებს

05/09/2024 11:37:56 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ $10 მილიონამდე ჯილდოს აწესებს.

"აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი დაკავშირებულია რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება „RT"-სთან და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან. მისი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB)-ს ოფიცერი ალექსეი გარაშჩენკოა.

„RaHDit"-ს აქვს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ისტორია. ამასთანავე, კიბერშეწყობილი გავლენის ოპერაციებით, ჯგუფი აღიქმება ჩარევის მცდელობის საფრთხედ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია „RaHDit"-ის, მასთან დაკავშირებული პირებისა და სუბიექტების, ან რუსული მთავრობისგან მართულ მცდელობებზე, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, დაუკავშირდით სახელმწიფო დეპარტამენტს Signal-ის, Telegram-ის, WhatsApp-ის ნომერზე: +1-202-702-7843 ან დაცული ბმულიდან, რომელიც წითლადაა მითითებული პოსტერზე. თქვენმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მოგცეთ ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება." ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზეც გამოქვეყნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S