
"როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ"
29/01/2020 10:09:34 ციტატა
„გავრილოვის მოქმედება და საერთოდ, იმ სავარძელში ჩახტომა იყო არაადეკვატური, თორემ როცა შენ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობ, იმ პერიოდში არ ხარ მხოლოდ საქართველოს დედაქალაქი, არამედ საერთაშორისო ევროპის საბჭოს დედაქალაქი ხარ იმ დროს და გაქვს ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან არის საკონსულტაციო თემა ჩვენ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველასთან, იმიტომ, რომ იყო ეგეთი შემთხვევა, როცა ჩვენ არ დავუშვით და მცირე, მაგრამ არასასიამოვნო სანქციებიც დაგვადეს 2013 თუ 2014 წელს ამასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ლავროვის ფიგურა სხვა არის, ამასთან გაცილებით მეტი სიღრმისეული მსჯელობა გვმართებს, იმიტომ რომ ფორუმი, რაც უნდა ჩატარდეს ჩვენთან ერთი მხრივ არის ძალიან დიდი დაფასება, ჩვენი სახელია საერთაშორისო დონეზე, მეორე მხრივ, საფრთხეები".
განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოში რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით.