
ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
05/09/2024 06:08:42 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე უეკიპაჟო კატარებით შეტევა განხორციელდა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.
„მიმდინარეობს უეკიპაჟო კატარებით თავდასხმის მოგერიება“, - აღნიშნა მერმა.
მანამდე კრავჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქში საზღვაო დრონებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
უეკიპაჟო კატერების გარდა, რუსეთის სამინისტრო იტყობინება ჩამოგდებული დრონებისა და რაკეტების შესახებ - უწყების თანახმად, ერთი რაკეტა და ორი დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონში, სამი დრონი - კურსკის რეგიონში და კიდევ ორი - ბრაიანსკის რეგიონში.