Accentnews.ge
"ძალიან ცნობილი ოჯახის შვილი, ცნობილი პიროვნებაა" - გამახარია მგალობლიშვილის შერჩევაზე

"ძალიან ცნობილი ოჯახის შვილი, ცნობილი პიროვნებაა" - გამახარია მგალობლიშვილის შერჩევაზე

04/09/2024 13:22:33 კონფლიქტები, პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ სდავარაუდოდ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი დაინიშნება. მისი კანდიდატურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას თქმით, თავად წარუდგინეს მთავრობას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ თავმჯდომარის პოზიციას ტოვებს რუსლან აბაშიძე.

"ბატონი ლევანი არის სოხუმელი, ძალიან ცნობილი ოჯახის შვილი, თვითონ ძალიან ცნობილი პიროვნებაა. იცით, რომ ორი მოწვევევის პარლამენტის წევრია, მოქმედი პარლამენტის წევრია...მას ყველა იცნობს ძალიან კარგად და როდესაც დადგა ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხი, იყო რამდენიმე კანდიდატურა და ბოლოს უმრავლესობა შეჯერდა ლევანის კანდიდატურაზე",- უთხრა გამახარიამ "ტვ პირველს".

მას შეახსენეს პარლამენტში კონფლიქტები დეპუტატის მონაწილეობით და ჰკითხეს, რით მიიპყრო მათი ყურადღება:

"ვიღაცის ყურადღება ჩხუბით მიიქცია, მაგრამ ჩვენ - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა ბატონ ლევანთან ყოველთვის და რაღაც საკითხები რომ გაგვქონდა, ყოველთვის ბატონი ლევანის მეშვეობით...ენგურს გაღმა ურთიერთობის საკითხები, რომელიც ხმამაღლა მაინც და მაინც...".

დამაზუსტებელ კითხვას, მგალობლიშვილი "არეგულირებდა ენგურს გაღმა ურთიერთობის საკითხებს?", გამახარიამ უპასუხა, "ძალიან აქტიურად მონაწილეობდა"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S