Accentnews.ge
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

04/09/2024 11:45:37 პოლიტიკა

4 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 81 ხმით მიიღეს „ქართული ოცნების“ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას გულისხმობს.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

კენჭისყრას წინ უძღოდა მუხლობრივი განხილვა. განხილვაში ოპოზიციიდან მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ მონაწილეობდა. ოპოზიციის დიდ ნაწილს „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული.

განხილვისას "გირჩის" წევრი ჰერმან საბო დაინტერესდა, როგორ აიცილოს თავიდან ტელევიზიამ ის რომ არ დაარღვიოს ეს კანონი და არ გაეპაროს ეთერში ერთნაირსქესიანთა და ინცესტის სექსუალური კონტენტი. მას მომხსენებელმა თენგიზ შარმანაშვილმა უპასუხა, რომ არსებობს მეთოდოლოგია ასეთი ინტიმური ურთიერთობის სცენის ამოჭრის და მისი დამუშავების: „რა თქმა უნდა, ფილმის შინაარსი არ შეიცვლება, უბრალოდ ეს სცენა... ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს და რა თქმა უნდა, ტელევიზიებმა ეს უნდა გააკეთონ“. საპასუხოდ ჰერმან საბომ შენიშნა: „გასაგებია, როგორც ჩანს, ტელევიზიებს ექნებათ ვალდებულება, რომ სექსის სცენები ამოჭრან ან შავი კვადრატები დაადონ. გილოცავთ, „კარგი იქნება“ შავი კვადრატებით სექსის სცენების ნახვა“.

"გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კანონპროექტის მომხსენებელს ჰკითხა, რა შინაარსს დებენ კონკრეტულად ოჯახის ღირებულებებში და იმ რისკებისა და საფრთხეების დასახელება მოსთხოვა, რისგანაც არასრულწლოვნები უნდა დაიცვან.

"ოჯახური ღირებულებების დაცვაში იგულისხმება - ოჯახი რა არის, კონსტიტუციაშიც განმარტებულია. ეს არის ქალისა და კაცის ერთობა, ოჯახის შექმნის მიზნით. ეს არის მთავარი ღირებულება, საქართველოს კონსტიტუციისთვის ოჯახს რა წარმოადგენს და რას ეძახის ოჯახს. ყველაფერი, რაც ამ განმარტების მიღმაა და ამის აღსრულებას ხელს შეუშლიდა, ამ კანონში თავმოყრილია და მის დაცვას ემსახურება.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა დაცვას - მაგალითად, კინოთეატრში, სადაც გადის ისეთი ტიპის ფილმი, სადაც ერთნაირსქესიანთა ინტიმური ურთიერთობებია აღწერილი, იქ არასრულწლოვანს არ შეუშვებენ. ეს არის ამ კანონში" - უპასუხა შარმანაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S