Accentnews.ge
ლუკაშენკომ კიდევ 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ლუკაშენკომ კიდევ 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა

04/09/2024 11:37:23 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 30 დაკავებული დემონსტრანტის შეწყალების შესახებ, - იუწყება მისი პრესსამსახური.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ისინი გაასამართლეს „საპროტესტო მიმართულების დანაშაულისთვის“. შეწყალებულთა შორის შვიდი ქალი და 23 მამაკაცია. მათი უმეტესობა არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები არიან.

„ყველა ეს პირი ასრულებდა შეწყალების სავალდებულო პირობებს - მათ წარადგინეს შუამდგომლობა შეწყალების შესახებ, აღიარეს დანაშაული, გულწრფელად მოინანიეს და დაჰპირდნენ კანონმორჩილებაში ცხოვრებას“, - იუწყება ლუკაშენკოს პრესსამსახური.

ბელარუსში 2024 წელს ეს პოლიტპატიმრების მესამე შეწყალებაა. ივლისის დასაწყისში სულ მცირე, 18 ადამიანი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის ოთხი ქალი და 14 მამაკაცი იყო, მათ შორის ოპოზიციური პარტია „ბელარუსის სახალხო ფრონტის“ ხელმძღვანელი გრიგორი კოსტუსევი, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული და მისჯილი ჰქონდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანის უფლებათა ცენტრ „ვიასნას“ ინფორმაციით, ზოგიერთი პირი ამნისტიით გაათავისუფლეს, ნაწილი კი შეიწყალეს.

ლუკაშენკომ მეორე განკარგულებას ხელი აგვისტოს შუა რიცხვებში მოაწერა. შეიწყალეს 30 ადამიანი, რომლებიც ასევე გაასამართლეს პროტესტთან დაკავშირებულ. გათავისუფლებულთა შორის იყო 14 ქალი და 16 მამაკაცი, მათ შორის საპენსიო ასაკის ადამიანები და მძიმე ავადმყოფობის მქონე პირები.

2020 წელს ლუკაშენკოს რეჟიმმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი სასტიკად ჩაახშეს.

უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო აქციების დაშლისას სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ ათასობით სისხლის სამართლის საქმე გახსნა. ასობით ადამიანს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებს, მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა. საუბრობენ პატიმართა წამებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S