
ვლადიმირ პუტინი სი ძინპინს ორმხრივ შეხვედრას სთავაზობს
04/09/2024 09:34:11 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინელ კოლეგას - სი ძინპინს ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობს.
„როგორც შევთანხმდით, ველოდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ბატონ სი ძინპინს, BRICS-ის სამიტზე, ვთავაზობ ორმხრივი სამუშაო შეხვედრის გამართვას ამ სამუშაოს ფარგლებში“, - განაცხადა პუტინმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან ჰან ჟენგთან შეხვედრაზე.
პუტინი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში შეხვდა, რომელიც ვლადივოსტოკში 3-6 სექტემბერს იმართება.