Accentnews.ge
„სამართლიანი არჩევნები“: წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას

„სამართლიანი არჩევნები“: წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას

04/09/2024 09:29:09 პოლიტიკა

წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

კერძოდ, საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების არჩევნების დღის ნაცვლად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადანაწილებასთან დაკავშირებით ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ წილისყრის კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მონიტორინგის ფარგლებში, მნიშვნელოვანია 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და ეს პროცედურა ყველა საარჩევნო უბანში წინასწარ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს, ჩატარდება. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, შესაძლოა, მან საფრთხე შეუქმნას კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე. წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას. გარდა ამისა, წილისყრის კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S