Accentnews.ge
ვერის პარკის რეაბილიტაცია იწყება

ვერის პარკის რეაბილიტაცია იწყება

04/09/2024 08:33:44 საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება.

როგორც კალაძემ განმარტა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

კალაძემ თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით - 1-დან 3 წლამდე და 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ასევე, მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო.

"არსებული მდგომარეობით, პარკს არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა, მოძველებულია სარწყავი სისტემა, უსისტემოდ არის განაწილებული მიწისზედა გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების მილები. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულიად განახლდება თითოეული, ზემოთ ჩამოთვლილი სისტემა, პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა, ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და დაიმალება გრუნტში.

პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი გამწვანებული სივრცეებიც გაჩნდება",- თქვა კალაძემ.

ზაფხულში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით,პროექტის ღირებულება 29.3 მილიონი ლარი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S