Accentnews.ge
აშშ-მა „ჰამასის“ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენა

აშშ-მა „ჰამასის“ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენა

04/09/2024 06:44:06 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა “ჰამასის” მაღალჩინოსნებს გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმისთვის ბრალი წარუდგინა.

ამ თავდასხმას, 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 40-ზე მეტი ამერიკელი. ამის შემდეგ დაიწყო ისრაელის თავდასხმა ღაზის სექტორზე. მიმდინარე ომს 40 800-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, განადგურდა ანკლავის დიდი ნაწილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, „ჰამასის“ ექვს წევრს შვიდ ეპიზოდში ედებათ ბრალი, მათ შორისაა აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა, ტერორიზმის დასაფინანსებლად შეთქმულება და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.

სახელდება ექვსი ბრალდებული, რომელთაგან სამი გარდაცვლილია. ცოცხალი ბრალდებულები არიან იაჰია სინვარი, რომელიც, სავარაუდოდ, იმალება ღაზაში; ხალედ მეშაალი, რომელიც დოჰაშია და ხელმძღვანელობს ჯგუფის დიასპორის ოფისს; და ალი ბარაკა, "ჰამასის" მაღალჩინოსანი ლიბანში.

ბრალდება თებერვალში იქნა წარდგენილი და დალუქული იყო, რადგან იუსტიციის სამინისტრო იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ჰანიეს და სავარაუდო შეთქმულების სხვა წევრების შეერთებულ შტატებში დაკავებას, განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ABC News-ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S