
რკინიგზა: 4-5 სექტემბერს "შტადლერის" ნაცვლად რეისებს "ჯრტ" ტიპის მატარებელი შეასრულებს
04/09/2024 06:36:10 საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის ცნობით, ტექნიკური მიზეზების გამო, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 ჯრს (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს ჯრტ-ს ტიპის მატარებელი შეასრულებს.
"გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 ჯრს (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს ჯრტ-ს ტიპის მატარებლი.
სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.
იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში". - ვკითხულობთ განცხადებაში.
3 სექტემბერს ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა.