Accentnews.ge
რუსების მიერ პოლტავას დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსების მიერ პოლტავას დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

03/09/2024 19:37:18 მსოფლიო

რუსული ძალების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი იტყობინება.

“თავდასხმის შედეგად, 18:00 საათის მდგომარეობით, ცნობილია გარდაცვლილი 51 ადამიანისა და 200-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. ნაწილობრივ დანგრეულია კავშირის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა, საავადმყოფო და ახლომდებარე სახლები”, - ნათქვამია შეტყობინებაში.

სამართალდამცავების ცნობით, 3 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს უკრაინის ქალაქ პოლტავაზე, წინასწარი ინფორმაციით, 2 “ისკანდერ-მ” რაკეტით.

4 აგვისტოდან პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S