Accentnews.ge
"ღია ცეცხლია, საჭირო გახდება ვერტმფრენების ჩართვა" - ბორჯომის ტყეში ხანძარია

"ღია ცეცხლია, საჭირო გახდება ვერტმფრენების ჩართვა" - ბორჯომის ტყეში ხანძარია

03/09/2024 19:11:38 საზოგადოება

ბორჯომში, ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა.

ირკვევა, რომ ხანძარი ახალდაბის მიმდებარედ, ნეძვის ტერიტორიაზე, შუალოს მთასთანაა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილ "რუსთავი 2-ს" განუცხადა, ცეცხლი დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობს უკიდია და რომ ხანძრის ტერიტორია მიუვალია.

ოთარ არბოლიშვილის თქმით, მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ცეცხლის ქრობის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება და ხანძრის ლოკალიზებაში 4 ვერტმფრენი ჩაერთვება.

"ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, ღია ცეცხლია... მიუვალი ტერიტორიაა... ხვალ დილით გვეცოდინება უკვე დამატებითი ინფორმაცია. საჭირო გახდება ვერტმფრენების ჩართვა. მუნიციპალური ტექნიკა შეყვანილი გვყავს, სამაშველო სამსახური ადგილზეა... ველოდებით ხილვადობას, რომ ვერტმფრენებმა დაიწყონ მუშაობა. დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზეა ხანძარი. დასახლებული პუნქტიდან შორსაა," - განაცხადა ოთარ არბოშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S