
სტეფანჩუკი: სამმა მინისტრმა დაწერა განცხადება გადადგომაზე
03/09/2024 15:45:24 მსოფლიო
უკრაინის უმაღლეს რადაში ერთდროულად სამი მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადება შევიდა - იტყობინება უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.
მისი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს: უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებმა.
სტეფანჩუკის ინფორმაციითვე, გადადგომის განცხადება მიიღეს უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარისგანაც.
ყველა განცხადება განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
გადაწყვეტილების მიზეზები დაკონკრეტებული არაა.