Accentnews.ge
„დაიტოვე": წინასაარჩევნოდ „გირჩთან" კოორდინაციის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის

„დაიტოვე": წინასაარჩევნოდ „გირჩთან" კოორდინაციის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის

03/09/2024 14:06:07 პოლიტიკა, საზოგადოება

საინიციატივო ჯგუფი „დაიტოვეს” აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯგუფი პარტია „გირჩთან” კოორდინირდება არჩევნებზე” სიმართლეს არ შეესაბამება.

„მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჯგუფი „დაიტოვე” კონკრეტულ პარტიასთან კოორდინირდება არჩევნებზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

პროექტი „დაიცავი”, რომლის ფარგლებშიც შედგა პარტიასთან რამდენიმე თვის წინ საუბარი, იყო ჩვენი ყოფილი გუნდის წევრის წამოწყება. ჩვენი გუნდი უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც გამიჯნულია „დაიცავისგან” და ყველა ის წინასწარი მოლაპარაკება, რაც ამ პროექტის ირგვლივ იყო, მათ შორის „გირჩთან” და სხვა პარტიებთან ნებისმიერი კოორდინაციაც, „დაიტოვესთან” არ არის და არასდროს იქნება არანაირ კავშირში.

ყველა ორგანიზაციას თუ პარტიას, ვისაც ამ პროექტის ფარგლებში ჰქონდა რამე სახის მოლაპარაკება, გთხოვთ რომ ჯგუფი „დაიტოვე” აღარ მოიხსენიოთ თქვენს საჯარო განცხადებებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

3 სექტემბერს „გირჩმა” გაავრცელა განცხადება, რომ პარტია არჩევნებზე დასაკვირვებლად და ხმების დასაცავად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „დაიტოვეს“ ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში თანამშრომლობას გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S