Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის აღსაკვეთად რუსეთის ბრიანსკის ოლქში რელიგიური მსვლელობა გამართეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის აღსაკვეთად რუსეთის ბრიანსკის ოლქში რელიგიური მსვლელობა გამართეს

03/09/2024 13:18:05 მსოფლიო

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბრიანსკის ოლქში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებმა გამართეს რელიგიური მსვლელობა ლოცვით რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის წინააღმდეგ,- იტყობინება რუსული მედია.

მათი ცნობით, ბრიანსკის ეპარქიის სასულიერო პირებმა 1 სექტემბერს გამართეს მსხვლელობა შავი ავტობუსით. მათ ქალაქი შემოიარეს ღვთისმშობლის ხატით, რომელიც მანქანის წინა სავარძელზე იყო დასვენებული.

მედია აღნიშნავს, რომ მსგავსი მსვლელობა ყოველწლიურად ტარდება 1812 წელს ნაპოლეონის ჯარებისგან გადარჩენისთვის მადლიერების ნიშნად, თუმცა, ამჯერად მღვდლებმა წაიკითხეს ლოცვა "ჩვენი სამშობლოსა და მშობლიური ბრიანკის რეგიონის მტრის შემოსევისგან გადარჩენისთვის".

აგვისტოს ბოლოს სასულიერო პირებმა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე გადაიხადეს პარაკლისი რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის გამო.

ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებს რეგულარულად უტევენ უკრაინული ძალები რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრტის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S