Accentnews.ge
მედია: აშშ უკრაინას შორი დისტანციის ფრთოსან რაკეტებს მიაწოდებს

მედია: აშშ უკრაინას შორი დისტანციის ფრთოსან რაკეტებს მიაწოდებს

03/09/2024 12:29:58 მსოფლიო

შეერთებული შტატები ემზადება უკრაინისთვის შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების მისაწოდებლად, რომლებსაც შეუძლიათ, დაარტყან სამიზნეებს რუსეთის სიღრმეში, იტყობინება Reuters სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

მათივე თქმით, საუბარია "ჰაერი-მიწა" კლასის რაკეტებზე (JASSM), რომელთა ჩართვასაც ვაშინგტონი კიევის შეიარაღების პაკეტში ამ შემოდგომაზე გეგმავს. ამასთან, როგორც სააგენტოს თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

JASSM-ის ძველ მოდელებს დაახლოებით 370 კმ-ის დაფარვა შეუძლიათ, ახლებს - 800 კმ-ზე მეტის. გამოცემამ ვერ დააზუსტა, თუ რომელი მათგანის გადაცემას გეგმავს აშშ.

4-მეტრიანი რაკეტები პროექტირებულია იმგვარად, რომ მაქსიმალურად შეუმჩნეველები დარჩნენ. ეს ართულებს საჰაერო თავდაცვის სისტემებით მათ გამოვლენას. მათ ასევე შეუძლიათ მიწასთან ახლოს ფრენა. გარდა ამისა, მათი დაპროგრამება შესაძლებელია საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლით.

JASSM რაკეტები ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკულ თვითმფრინავებთან იყო ინტეგრირებული. ამ ზაფხულს ნიდერლანდებმა, The Times-ის ცნობით, უკრაინას გადასცა პირველი ექვსი F-16 გამანადგურებელი, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ორი ფრთოსანი რაკეტის გადატანა.

უკრაინისთვის JASSM-ის მიწოდება ევროპული რუსეთის დიდ ნაწილს დაუცველს დატოვებს ძლიერი ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის თავდასხმების მიმართ და გაართულებს შეტევითი ოპერაციებს რუსული არმიისთვის, - აღნიშნავს Reuters. ეს პოტენციურად უკრაინას სტრატეგიულ უპირატესობას მისცემს.

ამავდროულად, ვაშინგტონს ჯერ არ მოუხსნია შეზღუდვები ამერიკული იარაღით რუსეთის სირღმეში გამოყენების თაობაზე. The Economist-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 22-23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლოჯერ ეცდება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ნებართვის მიღებას.

მანამდე, 2 სექტემბერს ზელენსკიმ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ დიკ შუფთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მხოლოდ დასავლური რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვა საკმარისი არ არის, საჭიროა თავად იარაღიც. მან აღნიშნა, რომ ასეთი ინსტრუმენტი ოთხ ქვეყანას აქვს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S