
რუსებმა პოლტავა დაბომბეს, ცნობილია 41 დაღუპულის და 180 -მდე დაშავებულის შესახებ
03/09/2024 12:01:50 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსული ჯარების მიერ ქალაქ პოლტავაზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 41 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 180-მდე ადამიანი.
„წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ორი ბალისტიკური რაკეტით საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა. ნაწილობრივ დაინგრა კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. ცნობილია 41 დაღუპულის შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ყველა საჭირო სამსახური, რომლებიც ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.