
თბილისში სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა, დაღუპულია საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი
03/09/2024 10:58:14 საზოგადოება
თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან შტადლერის ორსართულიანი მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო "გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ".
"ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან".
"მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს.