Accentnews.ge
ინჯია ამჯერად ეკლესიისთვის კანონებზე ვეტოს დადების უფლების მინიჭების ინიციატივით გამოდის

ინჯია ამჯერად ეკლესიისთვის კანონებზე ვეტოს დადების უფლების მინიჭების ინიციატივით გამოდის

03/09/2024 10:33:53 პოლიტიკა

"ქართული ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილი „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კანონებზე ვეტოს დადების უფლების მინიჭების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული არღვევს კონკორდატს - კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელიც მხარეებს ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევის უფლებას არ აძლევს.

„ნება, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესია უფრო მედგრად იდგას, სჭირდება საქართველოს, მთლიანად ჩვენს ხალხს. გაჟღერდა, რომ ეკლესიას მიეცეს ვეტოს უფლება. გახსოვთ, წლების განმავლობაში ისეთი კანონები მიიღებოდა, რომელიც სრულად არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს, ასე მიმაჩნია. შესაბამისი უკმაყოფილება გამოუთქვამს მართლმადიდებელ ეკლესიასაც. საკუთარი შეხედულებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეკლესიას ვეტოს უფლება მიეცემა, ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს, მათ შორის იმასაც, რომ ის კანონები, რომლებიც შესაძლოა უახლოეს მომავალში შესაცვლელი გვქონდეს, არ იქნებოდა მიღებული. ეკლესიამ შეიძლება ეს უფლება გამოიყენოს, ან არ გამოიყენოს, მაგრამ მას ამით შეუძლია, ისარგებლოს და ისარგებლოს, შესაბამისად, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ, ეს საკითხი, დღის წესრიგში დგას, მიმაჩნია, ეს თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება და თავის ადგილს დაიკავებს, ამ უფლებით ეკლესიას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია ისარგებლოს,“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S