Accentnews.ge
შსს: მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს

შსს: მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს

03/09/2024 09:04:53 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ თვეში, უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

როგორც განიმარტა, საფუძველს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენდა.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - ირანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ინდოეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ავსტრალიის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, და რუსეთის ფედერაციის ჯამში 33 მოქალაქე", - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S